წესები და პირობები

Yandex-ის პარტნიორი ტაქსოპარკებისთვის და მძღოლებისთვის Driverpay-ის მომსახურების პირობები

ბოლო განახლება: 06.06.2026

გთხოვთ, DriverPay.ge -ის პლატფორმით სარგებლობის დაწყებამდე ყურადღებით გაეცნოთ მომსახურების პირობებს (შემდეგში „პირობები“, „ხელშეკრულება“).

პირობებზე დათანხმებით მძღოლი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება შემდეგ წესებსა და პირობებს:

ნუ დაარღვევთ მომსახურების წესებს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენთვის ხელმისაწვდომი აღარ იქნება შეკვეთები, შეგეზღუდებათ მგზავრის გადაყვანა, ტვირთვის გადაზიდვა ან/და საკურიერო მომსახურება. თანხის გადარიცხვის/გატანის დროს გთხოვთ, შეიყვანოთ სწორი მონაცემები: სახელი, გვარი, პირადი ნომერი და ანგარიშის ნომერი. თუ არასწორად შეიყვანთ მონაცემებს და თანხას სხვას გადაურიცხავთ, ჩვენ არ ვაგებთ პასუხს თანხის დაბრუნებაზე. ასევე, ჩვენ არ ვაგებთ პასუხს იმ შემთხვევაში, თუ სხვა პირს გაუზიარებთ თქვენს პირად მონაცემებს, მათ შორის, პლატფორმაზე რეგისტრაციისას თქვენ მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე მიღებულ SMS კოდს. SMS კოდით თქვენ აძლევთ პირს შეუზღუდავ უფლებასა და წვდომას თქვენს პირად ინფორმაციაზე: ანგარიშზე, ბალანსზე და ა.შ. მას შეეძლება, გადარიცხოს თანხა თქვენი ანგარიშიდან ნებისმიერ ანგარიშზე თქვენი თანხმობის გარეშე.

1. ზოგადი დებულებები:

1.1პლატფორმა სრულად და ერთპიროვნულად ეკუთვნის driverpay.ge-ს და განკუთვნილია უშუალოდ Yandex-ის პარტნიორი ტაქსოპარკების მძღოლებისთვის. პლატფორმა მოქმედებს მძღოლსა და ტაქსოპარკს შორის ფინანსური ოპერაციების შესასრულებლად შუამავალი კომპანიის მეშვეობით.

1.2პლატფორმის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ იმ პირებისთვის, რომელთაც აქვთ მოქმედი მართვის მოწმობა, არიან სრულწლოვნები, აკმაყოფილებენ პარტნიორი ტაქსოპარკისა და Yandex-ის მოთხოვნებს/სტანდარტებს.

1.3გაითვალისწინეთ, როგორც კი სრულად გაიტანთ თანხას, სისტემა ავტომატურად გაგითიშავთ ნაღდი ანგარიშსწორების შეკვეთებს

რაც გამოგიჩნდებათ Yandex Pro-ს აპლიკაციაში. იმისთვის, რომ მინუსში არ გადახვიდეთ, სისტემა ავტომატურად გადაგრთავთ მხოლოდ ბარათის შეკვეთებზე. თუ გსურთ თავიდან აიცილოთ მსგავსი სიტუაცია, თანხის გატანისას ბალანსზე დაიტოვეთ რამდენიმე ლარი. იგივე შეზღუდვა არ მოქმედებს ბარათით შეკვეთებზე, ბარათით შეკვეთები ყოველთვის ჩართულია.

2. DriverPay.ge -ის საკომისიო:

⚠️ შენიშვნა: ნებისმიერ ოპერაციას შორის მოქმედებს 1-საათიანი ინტერვალი. სისტემა მომდევნო ტრანზაქციის უფლებას მოგცემთ წინა გადახდიდან ზუსტად 60 წუთის შემდეგ. ყოველ 1 საათში შეგიძლიათ მხოლოდ ერთი ტრანზაქციის განხორციელება.

2.1ბალანსიდან თანხის გატანა შეგიძლიათ ნებისმიერ დროს შემდეგი ბანკებიდან:

  • BOGსაქართველოს ბანკი
  • Liberty Bankლიბერთი ბანკი
  • TBCთიბისი ბანკი

გაითვალისწინეთ:

  • თანხის გატანის საკომისიო 50 თეთრია.
  • ბალანსიდან თანხის გატანა შესაძლებელია ყოველ 1 საათში ერთხელ.
  • თანხის ერთდროულად გატანის მაქსიმალური ლიმიტია 1500 ლარი.
  • თანხის გატანას მომენტალურად შეძლებთ თქვენთვის სასურველ საბანკო ანგარიშზე

2.2სხვა გადახდები და საკომისიოები

  • 📱 მობილურის ბალანსის შევსება:
    საკომისიო 10 თეთრი
  • 🏠 კომუნალურების გადახდა:
    საკომისიო 30 თეთრი
  • 👮 საპატრულო ჯარიმების გადახდა:
    საკომისიო 30 თეთრი

3. კონფიდენციალურობა და მონაცემთა დაცვა

3.1driverpay.ge იღებს ყველა გონივრულ ტექნიკურ და სამართლებრივ ზომას არაავტორიზებული წვდომისგან მძღოლის პერსონალური მონაცემების დასაცავად, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, კერძოდ:

  • მძღოლის მონაცემების უსაფრთხოების დაცვის მიზნით სისტემა ყოველდღიურად ავტომატურად წყვეტს აქტიურ სესიას 00:00 საათის შემდეგ.
  • მძღოლმა განახლებული წვდომისთვის ხელახლა უნდა გაიაროს ავტორიზაცია SMS ვერიფიკაციით. აღნიშნული მექანიზმი უზრუნველყოფს სისტემაში შენახული პერსონალური მონაცემების მაქსიმალურ დაცულობას უნებართვო წვდომისგან.
  • ტელეფონის ნომერზე მიღებული SMS კოდით შესაძლებელია წვდომა თქვენს ანგარიშსა და ბალანსზე. ტელეფონის ნომრის დაკარგვის ან გაუქმების შემთხვევაში გთხოვთ, დაუყოვნებლივ შეატყობინოთ თქვენს ტაქსოპარკს, რათა თავიდან აირიდოთ თქვენს ანგარიშზე არაავთენტური წვდომა.

3.2მძღოლი ადასტურებს, რომ ეთანხმება პერსონალური მონაცემების დამუშავებას driverpay.ge-ის მიერ მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, მათ შორის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

3.3პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია ტაქსოპარკსა და მძღოლს შორის დადებული ხელშეკრულების შესრულება. ამ მიზნით ჩვენ ვაგროვებთ და ვამუშავებთ მძღოლის სახელს და გვარს, პირად ნომერს, ტელეფონის ნომერს, საბანკო ანგარიშის ნომერს.

3.4პერსონალურ მონაცემებს ვუზიარებთ მესამე პირებს მხოლოდდამხოლოდ ამ ხელშეკრულებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შესასრულებლად.

3.5მძღოლს უფლება აქვს, ჰქონდეს წვდომა საკუთარ მონაცემებზე, მოითხოვოს მათი ჩასწორება, განახლება ან წაშლა (მძღოლს წაშლის მოთხოვნის უფლება აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეწყვეტს ხელშეკრულებას და წაშლა არ ეწინააღმდეგება ტაქსოპარკის კანონიერ ინტერესებს ან ტაქსოპარკის მიერ საქართველოს კანონმდებლობით შესასრულებელ ვალდებულებას). პერსონალურ მონაცემთა ჩასწორება, განახლება ან წაშლა (საკუთარი პროფილის წაშლა) მძღოლს თავად შეუძლია საკუთარი პროფილიდან. პლატფორმის სერვერიდან მონაცემთა წაშლის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ, დაუკავშირდეთ ტაქსოპარკს.

4. პასუხისმგებლობის შეზღუდვა

4.1ტაქსოპარკი driverpay.ge არ არის პასუხისმგებელი ტექნიკურ შეფერხებაზე, აპლიკაციის დროებით მიუწვდომლობაზე, სისტემის გაუმართაობაზე ან მონაცემთა დაკარგვაზე, რომლებიც გამოწვეულია driverpay.ge-ის კონტროლს მიღმა წარმოშობილი მიზეზებით, მაგალითად: ინტერნეტის გათიშვა, ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა, კიბერთავდასხმები, სტიქიური მოვლენები და მისთ. ამასთან, პლატფორმა driverpay.ge შეეცდება, ყველა გონივრულ ღონისძიებას მიმართოს პრობლემის რაც შეიძლება სწრაფად აღმოსაფხვრელად.

5. პირობების ცვლილება

5.1პლატფორმა driverpay.ge იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს შეცვალოს წესები და პირობები მძღოლთან ან პარტნიორ ტაქსოპარკთან წინასწარი შეთანხმების გარეშე. ცვლილების ან განახლების შესახებ მძღოლი და პარტნიორი ტაქსოპარკი მიიღებს შეტყობინებას პლატფორმის მეშვეობით ან SMS-ით ცვლილების ძალაში შესვლამდე არანაკლებ 7 კალენდარული დღით ადრე.

5.2განახლებული პირობები ძალაში შევა პლატფორმაზე გამოქვეყნებისთანავე ან შეტყობინებაში მითითებული თარიღიდან. პირობების ცვლილების შემდეგ პლატფორმის გამოყენება ნიშნავს, რომ მძღოლი ეთანხმება განახლებულ პირობებს. თუ მძღოლი ან ტაქსოპარკი არ ეთანხმება ცვლილებებს, მათ შეუძლიათ, შეწყვიტონ driverpay.ge-სთან ხელშეკრულება, წესებისა და პირობების მე-7 პუნქტის შესაბამისად.

6. ხელშეკრულების შეწყვეტა

6.1ხელშეკრულების შეწყვეტისას მძღოლი და ტაქსოპარკი ვალდებულები არიან, სრულად დაფარონ ერთმანეთის მიმართ არსებული ფინანსური დავალიანებები.

6.2ტაქსოპარკს უფლება აქვს, ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება მძღოლთან, დაბლოკოს ან წაშალოს მძღოლის ანგარიში, თუ მძღოლი დაარღვევს მომსახურების წესებსა და პირობებს, კერძოდ:

  • ბოროტად გამოიყენებს მომსახურებას;
  • მომსახურების გაწევისას შეავიწროებს მგზავრს, ჩაიდენს თაღლითობას ან სხვა სისხლის სამართლის დანაშაულს;
  • პლატფორმაზე რეგისტრაციისას მიუთითებს ყალბ ან არაზუსტ მონაცემებს.

7. მოქმედი კანონმდებლობა

7.1წინამდებარე პირობები რეგულირდება და განიმარტება ექსკლუზიურად საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

8. დავის გადაწყვეტა

8.1პირობებიდან გამომდინარე ნებისმიერი დავა ან უთანხმობა გადაწყდება მოლაპარაკებების გზით დავის ან უთანხმოების წარმოშობიდან 14 კალენდარული დღის ვადაში.

8.2თუ მოლაპარაკებების შედეგად შეთანხმება ვერ მიიღწევა, დავა გადაწყდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს სასამართლოს მიერ.

კონტაქტი

ელ.ფოსტა: info@driverpay.ge
DriverPay.ge